ჩვენ შესახებ

გიორგი ბაქრაძე

"ელექტრონული ჟურნალი წარმოადგენს რეალურ დროში მოსწავლის მოსწრების
, შემოწმების საუკეთესო ხერხს, როგორც თავად მოსწავლის, ისე მისი მშობლებისთვის. 
მნიშვნელოვნად იზრდება მოსწავლის მიერ შეცდომებისა და დაბალი შეფასებების 
დროულად გამოსწორების შესაძლებლობა და ამასთან, მშობლების ჩართულობის 
ხარისხი შვილის სწავლის პროცესში უმჯობესდება და ნაკლებად "ინვაზიური“ ხდება"

მოაზროვნე

 

დათო ტურაშვილი

"ძალიან გამახარა ასეთი პროექტის იდეამ, რადგან ჩემი სუბიექტური დაკვირვებით (და ალბათ ობიექტურადაც), ყველაზე რთული მდგომარეობა სკოლებშია და საქართველოს მთავარი საზრუნავიც, უპირველესად სკოლა უნდა იყოს. სახელმწიფოს აშენება სახლის აშენებას ჰგავს და სახლი კი საძირკველის გარეშე არ არსებობს. სახელმწიფოს საძირკველი სკოლაა და თუ კარგი სკოლები გვექნება, ყველაფერი გვექნება, რაც გვაკლია..."

მწერალი

 

გიორგი ჟორდანია

"მივესალმები საინტერესო ინიციატივას. აღსანიშნავია, რომ სკოლებს საშუალება ექნებათ უფასოდ გამოიყენონ ელექტრონული ჟურნალი. სწავლის პროცესზე დაკვირვება უფრო კომფორტულია, რადგან მშობლებს ნებისმიერ დროს ექნებათ შვილების განათლების შედეგზე წვდომა. გისურვებთ წარმატებას"

დირიჟორი

 

დავით კოვზირიძე

"ვინაიდან განათლება მთავარი სფეროა, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვისაა აუცილებელი, ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინდა წარმატება ვუსურვო ამ საინტერესო, ინოვაციური წამოწყების ავტორებს, ასევე მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს"

მძიმე კაცი

 

გიორგი ჯანელიძე

"როგორც მშობელი ვთვლი რომ ინოვაციური და მეტად საჭირო სერვისია. მშობლის დროულ ჩართულობას შვილის განვითარებაზე თვალყურის დევნების კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს. სერვისი სასარგებლო იქნება მოტივირებული მასწავლებლებისთვისაც"

სცენარისტი

 

ირაკლი საღინაძე

"ელექტრონული ჟურნალი მართლა კარგი საშუალებაა მშობლებსა და სკოლას შორის კომუნიკაციისთვის"

პროდიუსერი

 

დაჩი ნანობაშვილი

"წარმოდგენილი სასკოლო რესურსი ელექტრონული ჟურნალის სახით, არაჩვეულებრივი საშუალებაა მასწავლებლებისა და მშობლებისათვის დროის მაქსიმალური დაზოგვითა და  ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ეფექტიანად აწარმოონ სასწავლო პროცესის მონიტორინგი. აღნიშნული მრავალფუნქციური პორტალი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და მოსახერხებელი, ადვილად სამართავი სისტემით. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული პროდუქტი სრულიად უფასოა არა მხოლოდ საჯარო და კერძო სკოლებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც"

ოლიმპიადა „ევერესტის“ დამფუძნებელი

 

ირაკლი ტაბლიაშვილი

"ძალიან კარგი ინიციატივაა და ვიმედოვნებ, ჟურნალი დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს... დაეხმარება, რომ მათ შედარებით იოლად და ღირსეულად გაიკვლიონ გზა ცოდნა-განათლების მიღების ლაბირინთებში"

ჟურნალისტი

 

ირაკლი ნოსელიძე

"საინტერესო და სასარგებლო პროექტია. ელექტრონული ჟურნალი მშვენიერი ინსტრუმენტია სკოლა-მოსწავლე-მშობელს შორის ინფორმაციის გასაცვლელად. იმედი მაქვს, თანდათან კიდევ უფრო დაიხვეწება"

ფიზიკოსი, ასოცირებული პროფესორი

 

ნათია სორდია

"შესანიშნავი შესაძლებლობაა თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან გასამკლავებლად. ბევრი მშობელი, დროის დეფიციტის, გადატვირთული სამუშაო რეჟიმის თუ სხვა მიზეზების გამო, ვერ ახერხებს სრულფასოვნად ჩაერთოს ბავშვის განვითარების პროცესში, რაც, საბოლოო ჯამში, გარკვეულ პრობლემებს იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული ჟურნალი თითოეულ მშობელს აძლევს საშუალებას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან მიიღოს საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლოს მასწავლებლებთან, იზრუნოს შვილის სწორ განვითარებაზე და დარწმუნებული იყოს, რომ ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია. წარმატებებს გისურვებთ"

ფსიქოლოგი

 

კობა იმედაშვილი

"სასკოლო ასაკის ორი შვილიშვილი მყავს და ვხედავ ინფორმაციული ველი დროსა და სივრცეში როგორ აშორებს ერთმანეთს მშობლებს და შვილებს, როგორ იშლება ტრადიციული ტრიადა - მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი. ეს ძალზე ცუდია. ამ ელექტრონულ ჟურნალს შეუძლია აღადგინოს ეს ტრიადა და ჩვენდა სასიკეთოდ ალბათ ასეც მოხდება. გისურვებთ დიდ წარმატებას ამ რთულსა და დიდ საქმეში"

სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

 

კოტე ჩოკორაია

"თანამედროვე განათლების სისტემა ციფრული სამყაროს განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია, მშობელი სწავლის პროცესის თანამონაწილე გახდეს, ეს ყველაფერი კი დღეს ელექტრონული სისტემის გამოყენებით არის შესაძლებელი. ეს სისტემა ორ მნიშვნელოვან ამოცანას ასრულებს: მშობელი დროულად იღებს ინფორმაციას შვილის განათლების შესახებ და ქმნის თანამედროვე ელექტრონული სისტემების გამოყენების წარმატებულ მაგალითს. მივესალმები ამ წამოწყებას და ვუსურვებ წარმატებას"

კონსტიტუციონალისტი

 

დიმიტრი საძაგლიშვილი

"ძალიან საინტერესო და სასარგებლო პროექტია. ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სფეროს - განათლების სისტემის ერთ-ერთი ნაკლოვანება მოძველებული მეთოდების გამოყენებაა. შესაბამისად, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებზე დაფუძნებული პროექტის დანერგვა ცალსახად ხელს შეუწყობს პროგრესს ამ სფეროში"

ადვოკატი